თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში მამაკაცი დაჭრეს, შემთხვევა დიღომში მოხდა. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, თუმცა მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.