თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეუფარდა.

სოფელ კისისხევში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა ის  ჩადენილ დანაშაულში აღიარებს და აცხადებს, რომ დანაშაული განზრახ არ ჩაუდენია, ვინაიდან, მომხდარის დროს აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

დაკავებულს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 108-ე მუხლით წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში კაცმა 28 წლის ქალი და 35 წლის მამაკაცი დაჭრა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.