რატომ დააკავეს მარნეულში მამაკაცი ?

მარნეულში პოლიციამ ერთი პირი პოლიციისადმი დაუმორჩინელობისთვის დააკავა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი პირი პირბადის უქონლობის გამო დააკავეს, თუმცა
როგორც TV4-მა გაარკვია, პოლციამ მოქალაქეს რეგულაციების დაცვისაკენ მოუწოდა, ის პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შედეგადაც მამაკაცი აგრესიული გახდა და სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია.

შსს-ს წარმომადგენლებმა პირი ადმინისტრაციულად დააკავეს.

როგორც ირკვევა, მოქალაქეს მარიხუანაც აღმოაჩნდა. საქმეზე ადმინისტრაციული კვლევა მიმდინარეობს.