კლინიკა “რუსთავში” ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დედა და სამი მცირეწლოვანი შეიყვანეს

კლინიკა “რუსთავში” ინტოქსიკაციით  დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი შეიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას,  მე-15 მიკრორაიონის საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

როგორც TV4-ისთვის ცნობილი ხდება, დედა და სამი შვილი კონტაქტურები იყვნენ და სასწრაფო ადგილზე დროულად მივიდა.