კომპენსაციის გაცემა დასაქმებულ მოქალაქეებზე იანვრიდან ისევ გაგრძელდება

200 ლარიანი კომპენსაციის გაცემა დასაქმებულ მოქალაქეებზე იანვრიდან ისევ გაგრძელდება. კომპენსაციას მიიღებს ის მოქალაქე, რომელიც 2020 წელს 2 თვეს მაინც მუშაობდა, მაგრამ პანდემიის გამო დაკარგა სამსახური და არ აუღია ხელფასი.

კომპენსაციას მიიღებენ ის მოქალაქეებიც, რომლებიც 2021 წლის იანვარში და თებერვალშიც ვერ აიღებენ ხელფასს.

კომპენსაცია გაიცემა 2021 წლის იანვრიდან, თვეში 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1200 ლარისა ერთ პირზე.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც 2021 წლის მარტიდან დაუფიქსირდებათ 10 ლარზე მეტი თანხის ხელფასის სახით მიღება, სახელმწიფო კომპენსაცია მოეხსნებათ.

იანვრის თვიდან გაგრძელდება 100 ლარიანი კომპენსაციის გაცემაც. დახმარებას მიიღებენ  სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო  ქულა 65 000 -100 000-მდეა.

დახმარებას მიიღებენ ის სოციალურად დაუცველი ოჯახებიც, რომელთაც 16 წლის ასაკის ჩათვლით 3 ან მეტი შვილი ჰყავთ. ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები 18 წლამდე.

ცნობისთვის, პირებს თანხა პირდაპირ ანგარიშზე დაერიცხებათ.