მასწავლებლები ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე გაიტესტებიან

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებთ, სკოლების აღდგების პარალელურად სახელმწიფო უზრუნველყობს მასწავლებელთა სისტემურ ტესტირებას.

“სკოლების გახნსის პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყობს მასწავლებლების სისტემურ ტესტირებას, ორ კვირაში ერთხელ”, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.

ამასთან,  თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და ტრანსპორტის აღდგენა რუსთავში პირველ მარტამდე არ იგეგმება.