მე-12 და მე-16 მიკრორაიონში ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალამდე არ აღდგება

რუსთავში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეზღუდვა რუსთავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას უკავშირდება. TV4-ის ინფორმაციით, 16:30სთ-ზე  მსუბუქი ავტომობილი “სოკარ ჯორჯია გაზის” მილს შეეჯახა , რის შედეგადაც უკვე 30 წუთია ბუნებრივი აირის მიწოდება შეზღუდული აქვს მე-12 მიკრორაიონს და მე-16 მიკრორაიონის ნაწილს.

როგორც “სოკარ ჯორჯია გაზში”  TV4-ს განუცხადეს, შესაბამისი სამსახური მუშაობს ადგილზე და ბუნებრივი აირის აღდგენა ხვალ, 18:00 საათიდან დაიწყება. აბონენტებს გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.