რუსთავში ორ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება(+ვიდეო)

რუსთავის N25 და N26 საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. მიმდინარე სამუშაოების შესრულების ხარისხს რუსთავის მერი, მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ინფორმაციისთვის, პროექტები მოიცავს შენობების სრულ რეაბილიტაციას, წყალსადენის და საკანალიზაციო სისტემის განახლებას, შშმ პირებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

იგეგმება ასევე სველი წერტილებისა და საკლასო ოთახების განახლება, სპორტული დარბაზებისა და გასახდელების მოწყობა.

ორივე სკოლაში მოეწყობა დათბუნების ენერგოეფექტური სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ჯამში 8 მილიონ ლარს აღემატება. პროექტები  წლის ბოლომდე, 11 კალენდარულ თვეში  უნდა დასრულდეს.