პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

პიროტექნიკით დაზიანების ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისის დამწვრობის ცენტრში. ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, პაციენტებს დაზიანება ძირითადად მარჯვენა მტევნისა და სახის არეში ჰქონდათ.

„გუშინ გვყავდა ოთხი პაციენტი, დღეს მოგვაკითხა კიდევ ორმა. ოთხი ბავშვია, ორი კი, მოზარდი. სერიოზული შემთხვევა არც ერთი არ დაფიქსირებულა. დაზიანება ძირითადად მარჯვენა მტევნისა და სახის არეში ჰქონდათ. სერიოზული შემთხვევა საბედნიეროდ არ ყოფილა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.