პრემიერი: გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, კაბიტალ ჰოლში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერში“ წერს.

როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, საქართველო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს.

„სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს.

კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია, სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა – მიუღებელი.

გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.