როგორ უნდა ისარგებლოთ შეღავათიანი ინტერნეტპაკეტით?

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინტერნეტპროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს 20GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ.

პროგრამით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა , საჭიროა, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.

პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით.  ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება.

ვებგვერდი დღეს 14:00 საათზე ამოქმედდა. დისტანციური სწავლების პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება ივნისის ბოლომდე.

სრული ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

სამინისტროს ცნობით, სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა რეგისტრაციის გავლის შემდეგ საქართველოს 2 500-მდე საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიეცემათ.