რუსთავში ახალი ავტობუსების გატესტვა დაიწყო

რუსთავში ახალი სამგზავრო ავტობუსების გატესტვა დაიწყო. ამ ეტაპზე ქალაქში 25 ახალი სამგზავრო ავტობუსია შემოყვანილი, რომელთა გატესტვა მიმდინარე კვირის განმავლობაში დასრულდება.

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოს დირექტორის, ჯურხა ბენდელიანის განცხადებით, ქალაქს თვის ბოლომდე კიდევ 15 ერთეული ახალი ავტობუსი დაემატება.

ცნობისთვის,  კორონავირუსზე ავტობუსის მძღოლების ტესტირება უკვე დასრულდა.