სკოლების მშენებლობის პროცესი მარნეულში

მარნეულში სკოლების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაიდარის, კასუმლოს, შულავერის და ჯანდარის სკოლების მშენებლობის პროცესი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, მარნეულში  მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 8 ახალი საჯარო სკოლა შენდება, ხოლო 3- ის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.