სოფელ ლეწურწუმეში შვილმა მამა მოკლა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ უართიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდარის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.