რუსთავის “მაგნიტის” ფილიალში ვისკი მოიპარეს

რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზიათა ქსელ “მაგნიტის” ფილიალში პოლიციაა მობილიზებული. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. TV4-ის ინფორმაციით, მაღაზიიდან  უცნობმა პირებმა ვისკი მოიპარეს.

შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.