ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზუდვა გზებზე

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

11 იანვრის საღამოდან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე დაიწყებს გაწმენდით სამუშაოებს, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.