ტურიზმის სექტორი მკვდარია: სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი მოკვდა და ახლა, მის აღდგენაზეა სამუშაო ჩასატარებელი.

მისი თქმით, ტურიზმის გახსნა საერთოდ არ განიხილება და ხელისუფლებას მათ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

“ტურიზმის სექტორი უკვე დიდი ხანია მკვდარია და ის უნდა აღვადგინოთ. ჩვენ ველოდებით უკვე თებერვლიდან, მაღალმთიან კურორტებზე სასტუმროების გახსნას. ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში მინიმუმ 10 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიტანოთ. ეს ორკვირიანი შემოსვლა ტურისტების, უკვე დიდ ბიძგს მისცემს ამას. ახლა, უბრალოდ, ნებას პრობლემა გვაქვს, მეტი არაფერი. ეპიდემიოლოგების ნებისმიერ მოთხოვნას დავემორჩილებით,” – აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.