24 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 იანვარს 14:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, ვაზიანი-გარადოკი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში; 25 იანვარს 13:00-დან 17:00 საათამდე რუსთავში მშვიდობის და მშენებელთა ქუჩებზე, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, კირაჩ-მუღანლო, ცოპი, შულავერი, კასუმლო და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:30 საათამდე აბონენტებს გარდაბანში აღმაშენებლის, თბილსრესის, ოქტომბრის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში კალინინო და ბოტანიკა, 14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ნახიდური, მამხუტი, ვანათი, ტალავერი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.