ქართული მხრიდან დახმარებას არ განვიხილავთ, – ეს განცხადება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ გააკეთა.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უწყებები უმკლავდებიან ხანძრის შედეგად წარმოქმნილ მდგომარეობას და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
„იყო შემთხვევები, როცა რუსული ვერტმფრენები მთიან რეგიონში ხანძრის ჩაქრობაში დაგვეხმარნენ. ასეთი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩვენ უფრო რუსულ მხარეს მივმართავთ“, – აცხადებს სერგეი შამბა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა გაგრაში შექმნილ ვითარებაზეც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ადგილზე ყველანაირი ზომები მიღებულია და ხანძრის ახალი კერები ძირითადად მთიან ნაწილში ჩნდება.