შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია

 პატრიარქის ექიმის, ცისანა შარტავას თქმით, კორონავირუსზე შორენა თეთრუაშვილის ტესტის პასუხი საეჭვო დადებითია, ტესტი სრული პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ თეთრუაშვილს სიმპტომები გამოუვლინდა, რის შემდეგაც მას ტესტი ჩაუტარდა. მათივე განმარტებით, თეთრუაშვილი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.