ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2020 წლის მაისის შემდეგ კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილი ხდება, ხელისუფლებას სხვა დეტალები გარდაცვლილი ადამიანის შესახებ არ გაუვრცელებია, გარდა იმისა, რომ იგი ჰუბეის პროვინციიდან იყო. პროვინცია ამჟამად ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრია.
ბოლო 24 საათში ჩინეთში სულ ვირუსით სიმპტომური ინფიცირების 138 და ასიმპტომური ინფიცირების 78 შემთხვევა გამოცლინდა. 138 შემთხვევიდან 124-ის დროს, ვირუსი ადგილობრივი გადადებით გავრცელდა, 81 შემთხვევა დაფიქსირდა ჰუბეის, ხოლო 43 ხეილუნძიანის პროვინციაში.
საპასუხოდ ჩინეთის მთავრობამ აღნიშნული პროვინციების მთავარი ქალაქების ნაწილი სრულ იზოლაციაში მოათავსა. ჰუბეის პროვინციაში მცხოვრებლებს დედაქალაქ პეკინში ჩასასვლელად ვირუსის კვლევაზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი და პეკინში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი სჭირდებათ. ლოქდაუნში ათობით მილიონი მოქალაქე იმყოფება.