ჯო ბაიდენის განცხადებით, ტრამპმა დიდსულოვანი წერილი დაუტოვა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისმა წინამორბედმა დონალდ ტრამპმა დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

როგორც წესი, პრეზიდენტები თეთრი სახლის დატოვებისას ღია ბარათს ან წერილს უტოვებენ მომავალ მოსახლეს, მას გამარჯვებას ულოცავენ და მხარდაჭერას გამოხატავენ. თუმცა, უცნობია, რა წერია ტრამპის წერილში.

“პრეზიდენტმა საკმაოდ დიდსულოვანი წერილი დაწერა. რადგანაც ეს პირადია, ამაზე არ ვილაპარაკებ, სანამ მას არ გავესაუბრები”, — განაცხადა ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში.

ინაუგურაციისა და აღლუმის შემდეგ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში თეთრ სახლში პირველად შევიდა. ოვალურ კაბინეტში მან უკვე მოაწერა ხელი რამდენიმე განკარგულებას.

მათ შორის, მან ხელი მოაწერა პარიზის კლიმატის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნებას.