1 იანვარი | კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსის 990 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 265 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 228 410 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 214 992 გამოჯანმრთელდა, 2 528 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 8 016 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3 800, PCR ტესტით – 4 216.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 415 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 664, ხოლო კოვიდსასტუმროში – 858.