13 იანვარი | წყალმომარაგების შეზღუდვა

13 იანვარს რუსთავში წყალმომარაგება შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “რუსთავის წყალი” ავრცელებს.

რუსთავში, დავით გარეჯის N28-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12:00-დან 18:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: ჭყონდიდელის დასახლებას (ინტერნატებს) მთლიანად.