16 იანვარი | ეპიდვითარება რუსთავში

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვემო ქართლში ინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსთავის კლინიკებში ვირუსი დღის განმავლობაში გამოკვლეულ 27 პირს დაუდასტურდა.
ამასთან, ქალაქში გამოიკვლიეს კიდევ 23 ტაქსის მძღოლი, რომელთა პასუხები ვირუსულ ინფექციაზე უარყოფითია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსზე 15 ათასზე მეტი ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან ვირუსი 1 236-ს დაუდასტურდა.

ბოლო დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 2 189 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 23 პაციენტი.