საკალათბურთო კლუბმა „რუსთავმა“ თბილისის გუნდი დაამარცხა

დღეს საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ თბილისის „მგზავრებს“ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდა. საკალათბურთო სუპერლიგის პირველი წრის დასკვნით შეხვედრაში რუსთაველებმა ლიდერობა მატჩის დაწყებისთანავე მოიპოვეს და ბოლომდე შეძლეს მისი შენარჩუნება.

დღევანდელი შეხვედრა რუსთავის გამარჯვებით, ანგარიშით 72:62 დასრულდა.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში რუსთაველებისთვის ეს მეცხრე გამარჯვებაა და სატურნირო ცხრილში ამ წუთისთვის პირველ ადგილს „ქუთაისთან“ იყოფენ.