რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2021 წლის რიგით პირველი სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი უძღვებოდა.
საკრებულოს სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა განიხილეს და რამდენიმე მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დადასტურებაზე თანხმობა მიეცა.
საკრებულოს აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის, არჩილ ძამაშვილის განცხადებით, სამი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა, ტრანსპორტის, სპორტისა და ფიზიკური კულტურის საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფებს, ხოლო ერთი თვით გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა ახალგაზრდული საკითხების შემსწავლელ დროებით სამუშაო ჯგუფს.