22 იანვარს ქვემო ქართლში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 იანვარს 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, წყალმშენის დაჩები, კუმისის აგარაკები, გეოლოგები, გამარჯვება, გაჩიანი, ველი, თელეთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში 1 მაისის, მშენებელთა, წმ. ნინოს, ნიკოლაძის, სპორტის, იოსებიძის, დუმბაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, შულავერი, ქვემო სარალი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.