23 იანვარი | გარდაცვალების ახალი შემთხვევები

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 038 პირი ემსხვერპლა, – ნათქვამია ინფორმაციაში.