28 იანვარი | ახალი შემთხვევები ქვემო ქართლში

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 723 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 321 შემთხვევა, აჭარაში – 33, იმერეთში – 121 , ქვემო ქართლში – 27, შიდა ქართლში – 52, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, კახეთში – 42, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში -23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ერთი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 675, საიდანაც: 2 770 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 369, აჭარაში – 208, იმერეთში – 546.