ალექსეი ნავალნი 30 დღით დააპატიმრეს

 რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ქალაქ ხიმკის სასამართლომ  30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ადვოკატი ვადიმ კობზევი Twitter-ზე წერს.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“აეროპორტში 17 იანვარს, პირობითი სასჯელის დარღვევის მიზეზით დააკავეს.

ნავალნი ქვეყანაში, გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.