პარლამენტის დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას თქმით, რომელმაც “პატრიოტთა ალიანსი” დატოვა აცხადებს, რომ “ევროპელი სოციალისტები” საკანონმდებლო ორგანოში პირველი ოპოზიციური პარტიაა.
“მოსწონს ეს გიგა ბოკერიას თუ არა პარლამენტში უკვე პირველი ოპოზიციური პარტია ევროპელი სოციალისტები ვართ. სხვათა შორის, შევახსენებ მას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები წინა მოწვევის პარლამენტშიც მიიღო ოპოზიციამ, როდესაც ნაცმოძრაობას ევროპული საქართველო გამოეყო და ახალი პარტია შექმნა. ის მოქმედება სამართლიანი იყო და ჩვენი უსამართლოა? ეს არის მისი მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა საკითხის მიმართ”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატებმა, რომლებმაც მანდატები “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოიპოვეს, ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ევროპელი სოციალისტები” დააფუძნეს. მისი წევრები ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.