კახაძე: ადამიანებს შენივე თავზე უნდა აჩვენო რომ ვაქცინაცია უსაფრთხოა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო მეთოდია. პოლიტიკოსი აპირებს, საზოგადოებას საკუთარი მაგალითით აჩვენოს და ვაქცინა გაიკეთოს.

“როგორც პროფესიონალმა ექიმმა, ვიცი ყველა გზა ვაქცინაციის: როგორ არის, რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს და ა. შ

ამიტომ, განათლებულ ადამიანს, რომელსაც ეტყვი, რომ შენ თვლი ვაქცინაციას უსაფრთხო მეთოდად, უსაფრთხო მანიპულაციად და შენ ამაში ნამდვილად ხარ დარწმუნებული, შენივე თავზე უნდა აჩვენო. ამიტომ, მე ამ ვაქცინას, რასაკვირველია, გავიკეთებ,”- აღნიშნა ლადო კახაძემ.