ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილში – გარდაიცვალა 1 ადამიანი

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში, ნახუნაოდან დიდი ჭყონისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რის შემდეგაც აალდა.

მანქანის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მგზავრი დაშავდა და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.