აქცია თუ კანონი? – “გავიგუდეთ” ღონისძიებას აანონსებს

 აქცია თუ კანონი? –  ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით კიდევ ერთი ღონისძიება დაანონსდა. ჯგუფის წევრების განცხადებით, ისინი პარლამენტისგან მოითხოვენ, რომ 12 თებერვლამდე  მე-3 მოსმენის ჩანიშვნის ზუსტი თარიღი გახდეს ცნობილი და ჩანიშვნის დამადასტურებელი დღის წესრიგი საჯაროდ წარმოადგინონ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ეკოაქტივისტები 13 თებერვალს ქალაქის მასშტაბით არსებულ საწარმოებთან  მსვლელობასა და აქციას აანონსებენ. 

ცნობისთვის, კანონპროექტი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც საწარმოებისთვის რეგულაციების გამკაცრებასა და ეკოლოგიის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, წინა მოწვევის პარლამენტმა 2 მოსმენით მიიღო. კანონპროექტის დამტკიცებამდე მე-3 საბოლოო კენჭისყრაა დარჩენილი.