საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” 11-მა ფეხბურთელმა დატოვა

 საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” 11-მა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი უახლოეს მომავალში ახალწვეულებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ Tv4-ს გუნდის მწვრთნელმა, თემურ მახარაძემ განუცხადა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვეს: ვადიმ პროკოპენკომ, გიორგი ჭეიშვილმა, ბადრი აქუბარდიამ, ავთანდილ გუჯაბიძემ, ზვიად ლობჯანიძემ, ავთანდილ ენდელაძემ, ვლადისლავ ლიუბკომ, გიორგი ხარებაშვილმა, თორნიკე მეტრეველმა და თომა ტაბატაძემ. 

როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, მიმდინარეობს გუნდის გადახალისება და რუსთავის “რუსთავი” ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება. გუნდი ამხანაგური მატჩების ჩატარებას აგრძელებს და ამჯერად “რუსთავმა” საკუთარ მოედანზე “ბორჯომს” უმასპინძლა.  გუნდმა მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 

ამხანაგური მატჩი კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გამო  მაყურებლის გარეშე ჩატარდა. „რუსთავი“ მორიგ სპარინგ-შეხვედრას 7 თებერვალს „გაგრას“  წინააღმდეგ გამართავს.