აქცია-პერფორმანსი რუსთაველზე: მონაწილეები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. თბილისში რესტორატორები, ანიმატორები და ფიტნეს კლუბების წარმომადგენლები იკრიბებიან. 

აქციის მონაწილეები შეზღუდვების შემსუბუქებას, გადაადგილების შეზღუდვის გაუქმებას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. 

მათი თქმით, პანდემიის  და დაწესებული შეზღუდვების გამო ერთი წელია უმუშევრები არიან, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. 

“ეს არის აქცია, სადაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნდა გაიხსნას ქვეყანა, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით. ღია სივრცეების გახსნა არის საკენკი, რომელსაც ჩვენ არ ავკრეფთ. ეს აქცია არის ხმა. ეს არ არის ცალკეული ობიექტის დასაცავი აქცია”-განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.