ახალციხეში საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ახალციხეში ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში ნახეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს გარდაცვლილის ახლობელმა აცნობა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული მუხლი შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.