გომბორის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გომბორის უღელტეხილის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მიზეზი ინტენსიური თოვა და ყინვაა.

თელავის საგზაო სამმართველოს ინფორმაციით, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობისა და ზამთრის საბურავების მქონე ავტოტრანსპორტით გადაადგილება.

„შეზღუდვები დავაწესეთ, რადგან ინტენსიურად თოვს და უღელტეხილზე ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცა. ჩვენი სამმართველოს ოთხი მანქანა მუშაობს და ვაყრით ტექნიკურ მარილსა და ქვიშას. უღელტეხილზე მკვეთრი მოსახვევებია, არსებობს მოცურების საშიშროება. აქედან გამომდინარე, მსუბუქი ავტომანქანების გადაადგილება მთლიანად შეიზღუდა“, განაცხადა თელავის საგზაო სამმართველოს წარმომადგენელმა, თამაზ აბდულაშვილმა.

სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებაზე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.