დავით სერგეენკო: რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება

რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება გარდა იმ შემთხვევისა, თუ საგამოძიებო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად, უტყუარად არ დადგინდა გაყალბება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა , დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკოსგანცხადებით, ამ ფრომატში საკითხის განხილვა წითელი ხაზის მიღმა რჩება.

„არასაკმარისია არსებული მოცემულობა, რომ ასე უბრალოდ გადავწყვიტოთ არჩევნები. ასეთ ფორმატში ამ საკითხის განხილვა ისევ რჩება წითელ ხაზს მიღმა. მართალია, შედარებით კლებადი ოპტიმიზმით ახლაც მაქვს მოლოდინი, რომ მიღწევა ისეთი კონსენსუსი, რომლითაც ოპოზიციური პარტიის მეტ წარმომადგენელს შეეძლება, გამოიყენოს პოლიტიკური ტრიბუნა პოლიტიკური დებატებისთვის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების კარი არ დახურულა და მმართველი გუნდი ამისთვის ყოველთვის მზადაა.

„რაც შეეხება მოლაპარაკებას, ამისთვის მზადყოფნა სულ არის, მოლაპარაკებების კარი არ დახურულა. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს. თუ ოპოზიციისთვის გახარიას გადადგომა იმდენად დიდი მნიშვნელობის საკითხია, რომ ამის გამო გამოხატავენ მზადყოფნას მოლაპარაკების პროცესის განახლებისთვის, ამ ნაბიჯს მივესალმები, რადგან გულწრფელად მჯერა, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.