თბილისში, სკვერში გაყინული მამაკაცი იპოვეს

უბედური შემთხვევა უზნაძის ქუჩაზე. 50 წლამდე მამაკაცი პოლიციელებმა სკვერში გაყინული იპოვეს.

გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დაბალი ტემპერატურა გახდა. მამაკაცის ვინაობა იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ექსპერტ-კრიმინალისტები ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.