კლინიკა “რუსთავს” 15 თებერვლიდან კოვიდკლინიკის სტატუსი შეუჩერდება,- ამის შესახებ TV4-ს სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა, ლუკა სალუქვაძემ განუცხადა.
“ჯანდაცვის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ეპიდვითარების დასტაბილურებიდან გამომდინარეობს” – განაცხადა ლუკა სალუქვაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელების შემცირების პარალელურად, კლინიკის სტაციონარში კოვიდპაციენტების რიცხვმა იკლო და მიმართვიანობაც შემცირდა.
ცნობისთვის, 10 თებერვლის მონაცემებით, რუსთავში “კოვიდ-19” 25 ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 3.41%-ა







