კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავში 12 თებერვალს

რუსთავში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ TV4-ს ქალაქის დიაგნოსტიკურ და ცხელების ცენტრებში განუცხადეს.

კერძოდ, N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 141 პირი გამოიკვლიეს, ვირუსი ერთ მათგანს დაუდასტურდა. კიდევ ოთხ ადამიანს დაუდასტურდა ცენტრში კორონავირუსი PCR კვლევით.

სწრაფი ტესტით გამოკვლეული 115 ადამიანიდან, 11-ის პასუხია დადებითი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

მარდალეიშვილის სამედიცინო კლინიკაში 12 გამოკვლეული პირიდან არცერთის პასუხია დადებითი. რაც შეეხება კლინიკა “რუსთავს” კოვიდ ვირუსი გამოკვლეული ოთხი პირიდან, ერთს დაუდასტურდა.