მდინარაძე: კომისიაში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც ველოდებით

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე,  მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩაერთონ.

„კომისიის საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იყო კამათი, დისკუსია მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის, ჩვენ მარტივი დათქმა გავაკეთეთ – თუ ერთპროცენტიანი გადაცდომას მაინც იპოვიან „ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რიგგარეშე არჩევნებს დავნიშნავთ. ვფიქრობ, ამაზე პატიოსანი სიტყვა არ შეიძლებოდა ნათქვამი ყოფილიყო. კომისიაში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც ველოდებით. როცა ისინი ამბობენ, რომ კომისიის ნდობა არ აქვთ, ამით ისეთ პარადოქსულ რამეს ამბობენ, როგორიც არის, რომ საკუთარი თავის ნდობა არ აქვთ. შეუძლიათ, შემოვიდნენ და თავად გამოიძიონ და თუ მაინც ამბობენ, რომ ნდობა არ აქვთ, მაშინ საკუთარი თავის უნდობლობაზე ილაპარაკონ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.