მიტჩელი: ნიკა მელიას დაკავება შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება

ნიკა მელიას დაკავება არის დასაბუთებული, ამ გადაწყვეტილების დაცვა შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება, – განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ლინკოლნ მიტჩელმა ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე იმსჯელეს.

მიტჩელი აცხადებს, რომ დასავლეთის ამოცანაა, მოახდინოს კრიზისის დეესკალაცია.

„მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს, თუმცა, თავისთავად, ეს ფაქტი არ არის საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის დრამატული ცვლილება. მელიას დაკავება და ასევე, პოლიტიკური პარტიების მიერ პარლამენტისთვის გამოცხადებული ბოიკოტი, რაც მოჰყვა დამარცხებას არჩევნებში, რომელთაც ახლდა ხარვეზები, მაგრამ ეს საკმარისად ლეგიტიმური არჩევნები იყო, გახლავთ უფრო ფართო კონტექსტი საქართველოში დემოკრატიის სტაგნაციისა, რაც რამდენიმე წელია, ხდება.

რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა, ნათელია. საერთო ჯამში, მელიას დაკავება არის დასაბუთებული და ამ გადაწყვეტილების დაცვა შესაძლებელია, თუმცა შესაძლოა, ეს არ იყო მთლად ბრძნული გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, დასავლეთის პოზიციები შერბილდა, რადგან დასავლეთმა არასდროს აღიარა რეალობა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი წევრი კრიმინალთანაა დაკავშირებული. საქართველოში ორივე მხარემ, ისევე, როგორც დასავლეთმა და აშშ-მა, უნდა მოახდინონ ფოკუსირება არა იმაზე, რომ მართლები არიან, არამედ დეესკალაციის გზებზე“, – განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა.