საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სათითაოდ განიხილა საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი 51 დეპუტატის განცხადება, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. სხდომას 90 დეპუტატი ესწრებოდა. საკითხს არცერთი მომხრე არ ჰყავდა, ხოლო ძირითადად, ხუთი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.
დღეს გახდა ცნობილი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს შეიკავებდა. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.