პოლიციამ 2010 წლიდან ძებნილი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2010 წლიდან თბილისის პოლიციის მიერ ძებნილი, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნასამართლევი პირი, 1957 წელს დაბადებული ე.გ. ზუგდიდში დააკავეს.

„ბრალდებულმა დაარღვია ჩადენილი დანაშაულის გამო მისთვის დაწესებული კანონით გათვალისწინებული პრობაციონერის უფლება-მოვალეობები, რის გამოც, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ე.გ. 2010 წლიდან იძებნებოდა“, – აცხადებენ შსს-ში.