რამდენი იქნება კონკრეტული ნარკოტიკის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ახალი კანონპროექტის ფარგლებში ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალებისთვის განსაზღვრული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები დააზუსტა.

“ამფეტამინის შემთხვევაში ამ ნარკოტიკულ საშუალებას არ გააჩნდა მცირე ოდენობა, გააჩნდა 1 გრამიანი განსაზღვრული, სადაც ერთმანეთს ემთხვეოდა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ეს დამოკიდებულება ამჟამად შეიცვლება, ამფეტამინის შემთხვევაში მცირე ოდენობის გრაფაში განისაზღვრება 0,005, დიდ ოდენობად — 0,1, განსაკუთრებით დიდ ოდენობად დარჩება 1 გრამი. დეზომორფინის შემთხვევაში ანალოგიური არის დღეს არსებული რეგულაცია. შემოთავაზებულია დეზომორფინის განსაზღვრება შემდეგი სახით: მცირე ოდენობა — 0,001, დიდი ოდენობა — 0,01, ხოლო 1 იქნება გათვალისწინებული, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ლიზეგინის მჟავა, რისი წარმოებისაცაა პრეპარატები, მაგალითად ლიზეგინი, მას მცირე ოდენობა არ გააჩნდა, განისაზღვრებოდა დიდი ოდენობა, როგორც 0.0002 და იგივე იყო განსაკუთრებით დიდი რაოდენობის შემთხვევაში. ამჟამად შემოთავაზებულია მცირე ოდენობად 0.00002, 0,0002 არის შემოთავაზებული დიდ ოდენობად, ხოლო 0,001 არის იქნება განსაკუთრებით დიდი ოდენობა. MDMA-ის შემთხვევაში შემოთავაზებულია 0,05 მცირე ოდენობა, 0,5 დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამი განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. მეთადონის შემთხვევაში, დღეს არსებული რეგულაცია გახლავთ, რომ 0,2 არის მცირე ოდენობა, და 1-1 გრამი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. შემოთავაზებულია, რომ 0,005 იყოს მცირე ოდენობა, 0,2 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. მეთკათინონი (ეფედრონი) იყო ცარიელი მცირე გრაფაში, დიდი და განსაკუთრებით დიდი იყო ერთი გრამი. შემოთავაზებულია 0,005 მცირე ოდენობა, 0,1 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა. მეტამფეტამინის შემთხვევაშიც, ისევეა რეგულირებული, როგორც მეთკათინონის შემთხვევაში და შემოთავაზებულია ზუსტად ისეთი რეგულაციები. ჰეროინის შემთხვევაში 0,2 გრამი არის მცირე ოდენობა და 1 გრამი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობა, შემოთავაზებულია 0,005 როგორც მცირე ოდენობა, 0,2 როგორც დიდი ოდენობა და 1 გრამი, როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობა”, — განმარტა სარჯველაძემ.

აღნიშნული კანონპროექტი განხილვის პროცესშია და ის ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია.