რუსთავში მამაკაცი მტკვარში გადახტომით იმუქრებოდა

რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელ ხიდზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მამაკაცი მტკვარში გადახტომით იმუქრება.

სამართალდამცველებმა 41 წლის მამაკაცი ხიდის ჯებირიდან ჩამოიყვანეს.

ადგილზე რჩება საპატრულო პოლიცია
და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.