რუსთავში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსთავის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ  TV4-ს სკოლის დირექტორმა, ნაირა ქარუხნიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კლასი, რომელშიც ინფიცირებული მოზარდი სწავლობდა სწავლას დისტანციური მოდელით აგრძელებს.  ამასთან, ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას აღნიშნული კლასის ხუთი მასწავლებელიც.

ინფორმაციისთვის, თავდაპირველად კორონავირუსი მოსწავლის მშობელს დაუდასტურდა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს “კოვიდ-19”-ზე ტესტი გუშინ ჩაუტარდა, პასუხი დღეს გახდა ცნობილი.